ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, შორენა ხუხუას თქმით, ბიჭი მეორე სმენაში სწავლობდა. მან სკოლის ტერიტორია გაკვეთილების დასრულების შემდეგ, 18:20 საათზე დატოვა. თვითმხილველების თქმით, ბიჭს ყურსასმენები ეკეთა, რის გამოც მოახლოებული მატარებლის ხმა ვერ გაიგო.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.