მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს კახეთში ოჯახური ძალადობის დროს 1 ადამიანი მოკლეს, 6-მა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, სხვადასხვა სახის ოჯახური ძალადობის 168 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც სისხლის სამართლებრივი დევნა 153 შემთხვევაში დაიწყო.