weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართული წარმომავლობის 325 ე.წ. კანონიერი ქურდი გვყავს აღრიცხული – შსს

17:33 ორშაბათი, 15 მაისი 2017

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, სამინისტროს ქართული წარმომავლობის 325 ე.წ. კანონიერი ქურდი ჰყავს აღრიცხული. მისივე თქმით, ე.წ. კანონიერი ქურდების მცირე ნაწილი საქართველოში სასჯელს იხდის, დიდი ნაწილი კი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებსა და ევროკავშირის ქვეყნებშია.

„დანაშაულის სტატისტიკით, იმ სტანდარტებით რაც არის ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენთან ორგანიზებული დანაშაული მინიმალურ დონეზეა“, - განაცხადა ხუციშვილმა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა მძიმე კატეგორიის დანაშაულად ითვლება. პირველ შემთხვევაში სასჯელის ზომად 5-დან 8 წლამდე, კანონიერი ქურდობის შემთხვევაში კი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

კანონიერ ქურდად ითვლება ადამიანი, რომელიც ნასამართლევია და წარმოადგენს დანაშაულებრივ სფეროში გარკვეულ ავტორიტეტს, რომლის მიმართ შემდგომში ხორციელდება სპეციალური პროცესი, რის შემდეგაც იგი „მონათლულია“ კანონიერ ქურდად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]