მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, თოვლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამთო-სათხილამურო კურორტებზე ბავშვთა გასართობი ღონისძიებები და სხვადასხვა სახის შეჯიბრება ჩატარდება.
თოვლის მსოფლიო დღე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ინიციატივით უკვე მეშვიდე წელია აღინიშნება და მასში 45 ქვეყანა მონაწილეობს. ამ დრომდე ღონისძიება 645-ზე მეტ კურორტზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა 600 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. თოვლის მსოფლიო დღე ეროვნულ დღესასწაულად დადგინდა ავსტრიაში, კანადაში, საფრანგეთში, ისლანდიაში, ნორვეგიაში, პოლონეთსა და შვედეთში.