weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბში აფეთქების შედეგად სამი მუშა დაშავდა

12:29 ორშაბათი, 22 იანვარი 2018

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამი მუშა დაშავდა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, სამივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბეჟათუბანში მერის წარმომადგენლის სპარტაკ ლაცაბიძის ინფორმაციით, მუშების ნაწილი აფეთქების შესახებ ინფორმირებული არ იყო. „ერთი მხრიდან ჰყავდათ შეყვანილი მუშები და მეორე მხრიდან გააკეთეს აფეთქება. ქვები დაჰყრიათ მუშებს. როგორ გადარჩნენ არვიცი. ერთი დაშავებული თბილიში გადაჰყავთ“, - ამბობს სპარტაკ ლაცაბიძე.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გასულ კვირას ორი დღის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ. ისინი ჩინური კომპანიისგან მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვას და სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.

ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ ახორციელებს. რამდენიმე თვის წინ სარკინიგზო გვირაბის ფრაგმენტის ჩამონგრევის შედეგად ორი მუშა დაშავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]