weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აშშ-ში მოკლული დავით კანდელაკის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

11:46 ორშაბათი, 22 იანვარი 2018

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოკლული ქართველი ექიმის დავით კანდელაკის საქართველოში გადმოსვენებისთვის საჭირო ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საკონსულო ვაშინგტონში გარდაცვლილის ოჯახთან კავშირში იმყოფება. გუშინ გარდაცვლილის ახლობლებმა ინტერნეტის საშუალებით გადმოსვენებისთვის საჭირო თანხის შეგროვება დაიწყეს. ამ დროისთვის შემოწირულობებით 10 555 აშშ დოლარია შეგროვილი.

31 წლის დავით კანდელაკისა და მისი მეგობრის, ჯოშუა რაისის ცხედრები ქალაქ ლუისვილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 17 იანვარს ნახეს. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

დავით კანდელაკი წარმოშობით ქუთაისიდან იყო. შეერთებულ შტატებში ის 12 წლის წინ გაემგზავრა და იქ მეუღლესთან და 22 თვის ტყუპ შვილებთან ერთად ცხოვრობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]