weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში გამოცდების შედეგები წაეშალათ

14:20 ორშაბათი, 22 იანვარი 2018

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასობით სტუდენტი სემესტრის ბოლო გამოცდებს ხელახლა აბარებს. სასწავლებელში სერვერი გადაიწვა, რის გამოც ყველა ელექტრონული გამოცდის შედეგი წაიშალა.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ბაკალავრიატის სტუდენტები დღეიდან წერილობით ჩააბარებენ იმ გამოცდებს, რომლებიც ელექტრონული სახით უკვე ჩაბარებული ჰქონდათ.

„საგამოცდო ცენტრის თანამშრომლები შაბათ-კვირასაც მუშაობდნენ, მაგრამ ვერაფერი გადაარჩინეს. ამიტომ გამოცდების ახალი ცხრილი შევადგინეთ. მომავალი გამოცდებისთვის კი ის რაც ელექტრონულად ჩაბარდება, დაზღვევის მიზნით ე.წ. გარე მეხსიერებაზეც ჩაიწერება. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მსგავსი ტექნიკური პრობლემა აღარ შეიქმნას“, – ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ნიკო ახალკაცის კომენტარს.

უნივერსიტეტში სერვერი 15 იანვარს, დღის მეორე ნახევარში გადაიწვა და 8 იანვრიდან 15 იანვრამდე ელექტრონული სახით ჩაბარებული გამოცდების შედეგები წაიშალა. გამოცდები ელექტრონულად მხოლოდ ბაკალავრიატის 1200–მდე სტუდენტს უნდა ჩაებარებინა.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]