მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდამსხმელის დასაკავებლად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
2017 წლის ბოლოს „საქართველოს ბანკის“ სხვადასხვა ფილიალებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა მოხდა, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და „საქართველოს ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრების დაცვას საპოლიციო ძალით, ხოლო ობიექტების პატრულირებას სპეციალურად ბანკისთვის გამოყოფილი სათანადოდ აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ახორციელებენ.