weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუთაისში „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს, თავდამსხმელმა მამაკაცი დაჭრა

23:36 ორშაბათი, 22 იანვარი 2018

რამდენიმე საათის წინ, ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ყაჩაღობისას ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად მოქალაქე მუცლის არეში დაჭრა. თავდამსხმელმა ბანკიდან გარკვეული თანხა გაიტაცა და მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდამსხმელის დასაკავებლად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

2017 წლის ბოლოს „საქართველოს ბანკის“ სხვადასხვა ფილიალებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა მოხდა, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და „საქართველოს ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრების დაცვას საპოლიციო ძალით, ხოლო ობიექტების პატრულირებას სპეციალურად ბანკისთვის გამოყოფილი სათანადოდ აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ახორციელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]