weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურჯაანის გამგეობის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

09:46 სამშაბათი, 16 მაისი 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი მათიაშვილი დააკავა.

ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მათიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მდებარე ყოფილი ბიოლაბორატორიის შენობის რეალურ ფასზე ნაკლებ თანხად შეფასების, შემდგომში აუქციონზე გატანისა და გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 35 000 ლარი, საიდანაც 5000 ლარი წინასწარ აიღო.

სააგენტოს ცნობით, გიორგი მათიაშვილი თანხის გადაცემის დროს, ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო გადაცემული თანხა 5000 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15 წლამდე.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]