weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აშშ-ში დავით კანდელაკის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

22:46 სამშაბათი, 23 იანვარი 2018

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი ექიმის, 31 წლის დავით კანდელაკის და 30 წლის ჯოშუა რაისის მკვლელობაში ბრალდებული, 23 წლის აარონ ერნანდესი დააკავეს.

ერნანდესი ტეხასში 20 იანვარს დააკავეს და ამ დროისთვის ქალაქ ლუისვილში ექსტრადიციის მოლოდინშია. უცხოური მედიის ინფორმაციით, მას რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა ჯოშუა რაისთან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ და ერთმანეთს ცოტა ხნის წინ დაშორდნენ. WDRB-TV-ს მიხედვით, სასამართლოში არსებული დოკუმენტები მიუთითებენ, რომ რაისმა 10 იანვარს ერნანდესისგან თავის დასაცავად ორდერის გაცემა მოითხოვა, მაგრამ რაისის მკვლელობამდე სასამართლოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა.

ლუისვილის პოლიციის განცხადებით, საქმეში სხვა ეჭვმიტანილები არ არიან.

დავით კანდელაკი და ჯოშუა რაისი კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილები 17 იანვარს ნახეს. ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

დავით კანდელაკი წარმოშობით ქუთაისიდან იყო. შეერთებულ შტატებში ის 12 წლის წინ გაემგზავრა და იქ მეუღლესთან და 22 თვის ტყუპ შვილებთან ერთად ცხოვრობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]