weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ასპინძაში ეკლესიის გალავნის მშენებლობისას აღმოჩენილი ძვლები ხევში გადაყარეს

10:20 სამშაბათი, 16 მაისი 2017
ასპინძაში ეკლესიის გალავნის მშენებლობისას აღმოჩენილი ძვლები ხევში გადაყარეს ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში, მე–12 საუკუნის ეკლესიის ეზოს გალავნის მშენებლობისას აღმოჩენილი ადამიანის ძვლები ხევში გადაყარეს. ამ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ სოფლის მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს და მათ კომენტარებსაც ციტირებს.

„მანქანაზე შეყარეს და ხევში ხიდთან დაყარეს. ასე მოქცევა როგორ შეიძლებოდა? გალავანი თუ უნდოდათ, პატარა გაეკეთებინათ, საფლავებს რატომ ანგრევდნენ“, – ამბობს სოფელ აწყვიტაში მცხოვრები ბესიკ ივანიძე.

„გასვენებაში მივდიოდით ქალები და დავინახეთ, რომ ხევში ძვლები ეყარა“, – აღნიშნავს ამავე სოფელში მცხოვრები მადონა ივანიძე.

„ეკლესიის გალავნისთვის საძირკვლის გათხრისას, განსაკუთრებით ტაძრის მარჯვენა მხარეს, ძალიან ბევრი ადამიანის ძვალი აღმოჩნდა. ეს ძვლები ერთად შევაგროვეთ. ალბათ რომ გადავყარეთ, მერე წვიმამ გადარეცხა და გამოჩნდა. ჩავედი, ავკრიფე რაც იყო და ამოვიტანე“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში ეკლესიის გალავნის მშენებლობაზე დასაქმებული ერთ–ერთი მუშა გენადი მელიქიძე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა ეპარქიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 50 ათასი ლარით აფინანსებს. აწყვიტის ეკლესიის გალავნის მშენებლობისთის დაახლოებით 16 700 ლარი იხარჯება.

ამ დროისთვის სოფელ აწყვიტაში ეკლესიის ეზოს გალავნის მშენებლობა შეჩერებულია.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]