weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აკაკი გოგიჩაიშვილი „რუსთავი 2“ -დან წასვლის მიზეზებს განმარტავს

12:44 ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018

ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან მიდის. სოციალურ ქსელში ის იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ტელეკომპანიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. გოგიჩაიშვილი ამ მიზეზებს შორის მენეჯმენტის და სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემებსაც ასახელებს.

„კი ვიძახეთ და ლამის შუბლზე დავიწერეთ „რუსთავი 2 ჩემიაო“ მაგრამ, ვერ გახდა პირადად ჩემი, უფრო სწორად იყო წლების წინ და აღარ არის, და არც „აქციები“ შველის საქმეს საპატიოდ რომ გადმომეცა ერთ ცნობილ შეკრებაზე არხის „ღმერთებთან“ თუ „დედოფლებთან“ ერთად. დამილოცნია მისთვის ვინც პირველი დაწერს, რომ მოსწონს ის, რაც ხდება არხზე და ასეთი მენეჯმენტი მისაღებია: ყველა თემის გაშუქებაზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ისევე როგორც დაბლოკვაზე - ერთპიროვნული პოლიტიკური თუ სხვა სახის გემოვნების მიხედვით. არასდროს „რუსთავი 2“-ზე ეს არ ყოფილა და ახლა არის. იყო ხანდახან, თუმცა მე პირადად ყოველთვის შემეძლო შეკამათებაც და სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც - ესეც დასრულდა - ამიტომ მე ვტოვებ არხს 20 წლიანი, არ მომერიდება დაწერა, თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ.

ჩემთვის მიუღებელია, როდესაც მრავალწლიანი გამოცდილების კვალიფიციურ კადრებს ერთი ხელის მოსმით ახსნა-განმარტების გარეშე ქუჩაში უშვებენ ერთპიროვნული გემოვნებით. „ფული არ არის საკმარისი“ ამას ნამდვილად ვერ ხსნის, რადგან მათზე მაღალი ხელფასით უამრავი სხვა ადამიანი, მეგობრები, ახლობლები და ა.შ. სრულიად გაუგებარი დანიშნულებით პრობლემა თურმე არ არის. მიუღებელია, რომ ათწლეულების საბრენდო გადაცემა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ისე იხურება, რომ იქ მომუშავეები ამის შესახებ შემთხვევით ეთერის წინ გებულობენ პროგრამების განყოფილებიდან და ვერც ამას ხსნის „ფინანსური პრობლემები“, რადგან ამ გადაცემის ოთხმაგი და ხუთმაგი ბიუჯეტი ერთ ხელფასადაც გაიცემა და თითქოს ესეც პრობლემა არ არის.

არ მესმის, როდესაც არხის დირექტორი ქათმის ბარკლებს პირადად უკეთებს რეკლამას ეთერში, არ მესმის როდესაც ხან დირექტორია, ხან პოლიტიკოსი, ხანაც არხის მთავარი მელომანი თუ ქვეყნის მთავარი გურმანი და არ ესმის რომ ჟურნალისტები რომლებმაც შექმნეს არხი და დღესაც მხრებით მიაქვთ, ელემენტარულ ახსნას იმსახურებენ თუ რატომ არ უნდა გავიდეს ეთერში სიუჟეტი, რომელშიც უამრავი შრომა ჩადეს ან რატომ უნდა გადაინაცვლონ ერთი გადაცემიდან მეორეში თითების ერთი გაწკაპუნებით - კადრების განყოფილებიდან ერთი სატელეფონო ზარი ამას ნამდვილად არ შველის.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ დათო კიკალიშვილი ევროპის ხიბლით წავიდა არხიდან, ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელფასისა თუ უხელფასობის გამო მივდივარ - ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე ვიქნები უკანასკნელი ვინც წავა - ასევე ცდება - თუ დირექტორმა არ იცის რაზე საუბრობენ თანამშრომლები, რა აწუხებთ და რაზე აქვთ პროტესტი - ჩვენ მაინც ხომ ვიცით. თუ რამე მეშლება შემისწორეთ, თუ ვინმეს ვაწყენინე - ბოდიში. არაფერზე გული არ მწყდება იმ ძალიან კარგი ადამიანებს გარდა, ვისაც ყოველდღე ვხედავდი და ახლა უბრალოდ ხშირად ვერ ვნახავ და ვერც მათ გვერდით დავიცავ არხის იმიჯს. წარმატებები ყველას“, - წერს გოგიჩაიშვილი.

აკაკი გოგიჩაიშვილი „რუსთავი 2“-ზე სხვადასხვა დროს იყო გადაცემების „60 წუთი“, „ბიზნესკურიერი“ და „კვირის გამოძიება“ ავტორი და წამყვანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]