მამუკა ძებნიაური მეზობლებმა ბოლოს 19 იანვარს ნახეს. პოლიცია და ადგილობრივები მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, 21 იანვარს კი სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მყვითავები ჩაერთვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მამუკა ძებნიაურის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.