ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განმარტებით, კომპანია „სილქნეტმა“ ქართულ ტელეკომპანიებს რეტრანსლირების საფასური უნდა გადაუხადოს ისევე, როგორც ამას უცხოურ არხებთან აკეთებს. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის მხოლოდ გადახვევის სერვისის მქონე კომპანიისგან მოითხოვეს თანხის გადახდა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკაბელო ტელევიზიებმა მიიღეს შეტყობინებები კომპაია „მედია რაითს ჯორჯიასგან“ იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში სწორედ ეს კომპანია მოიპოვებს ექსკლუზიურ უფლებას „იმედის“, „რუსთავი 2“–ის, „ჯიდიესის“, „მარაოს“, „კომედი არხის“ და „მაესტროს“ კომერციულ გარცელებაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტში. ამიტომ, „მედია რაითს ჯორჯია“ საკაბელო ტელევიზიებს აფრთხილებდა, რომ 20 მაისამდე მიმართონ კომპანიას და მოიპოვონ აღნიშნული ტელეკომპანიების რეტრანსლირების უფლება.