weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დარღვევების გამო გურჯაანის ბაზარში ხორცის და ყველის განყოფილებები დაკეტეს

15:08 ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულმა სამსახურმა გურჯაანის აგრარულ ბაზარში არსებულ ხორცის და ყველის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აგრარულ ბაზარში ჩატარებული შემოწმების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ყველის და ხორცის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებისთანავე აღუდგება.

გადამოწმების შედეგად, მითითებების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა თელავის აგრარული ბაზარი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თელავის აგრარულ ბაზარში კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ ტემპერატურის რეჟიმის და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა 18 აგვისტოს გამოავლინა, რის შედეგადაც საწარმოო პროცესი ხორცის სექციას შეუჩერდა და 1000 ლარით დაჯარიმდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]