weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

NDI საკრებულოებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს აცხადებს

16:47 ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს ზუგდიდის, მარნეულის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში სტაჟიორების შერჩევის მიზნით. სტაჟირება თებერვლიდან აგვისტომდე გაგრძელდება და სტაჟიორები 150 დოლარის ოდენობით ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ.

საკრებულოებში სტაჟირება სრულგანაკვეთიანია (სამუშაო საათები 10:00 – 18:00 საათი). შერჩეულ სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე აქტივობებში და გაიარონ NDI-ის მიერ სხვადასხვა თემაზე ორგანიზებული ტრენინგები. გამოცდილების შესაბამისად სტაჟიორები საკრებულოს სხვადასხვა ფრაქციასა და კომისიაში იმუშავებენ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის დიპლომი შემდეგ დარგში: საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკური მეცნიერებები; სამართალი; საჯარო მმართველობა; ეკონომიკა; ფინანსები; მენეჯმენტი და საზოგადოებასთან ურთიერთობები. გარდა ამისა კარგად უნდა იცნობდეს პოლიტიკურ პროცესებს, ჰქონდეს ძლიერი ანალიტიკური უნარები და ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 30 იანვრამდე (23:00 საათი) CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript..

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს მსოფლიოში დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით, 2014 წლიდან, NDI საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს საკრებულოების ინსტიტუციურ განვითარებას, მათი გამჭვირვალობის ხელშეწყობას, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესებასა და საკრებულოს ამომრჩეველთან ურთიერთობის მექანიზმების დახვეწას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]