weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე კლდე ჩამოიშალა

10:03 პარასკევი, 26 იანვარი 2018

ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გვიან ღამით ცენტრალურ გზაზე კლდე ჩამოიშალა.

კლდის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა თვითმხილველების თქმით, დაზიანდა ერთი ტრაილერი. შემთხვევის შედეგად გზაზე მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში აკრძალული იყო. ადგილზე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

ამ დროისთვის ავტომაგისტრალზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩამოსული ქვის ლოდების გატანა მხოლოდ აფეთქების შემთხვევაშია შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]