წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სხვენში საკვამურიდან გაჩნდა. სოფელ ბოდბეში მერის წარმომადგენლის, ალექსანდრე კოჭლამაზაშვილის ინფორმაციით, მოხუცი მარტო ცხოვრობდა.
„საღამოს დაახლოებით 8 საათზე ცეცხლი მეზობლებმა შეამჩნიეს და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მოხუცი ძველებურ სახლში ცხოვრობდა და ბუხარი ენთო. ცეცხლი სავარაუდოდ საკვამურიდან გავრცელდა, კვამლი დატრიალდა, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, მძინარე მოხუცი გარდაიცვალა. შემთხვევის დროს სახლში მხოლოდ ის იყო. მისი შვილი თბილისში მუშაობს“, - ამბობს ალექსანდრე კოჭლამაზაშვილი.
ხანძრის ჩაქრობას სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ორი საათის განმავლობაში ცდილობდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.