weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კომუნიკაციების კომისიამ „ბილაინი“ 90 ათასი ლარით დააჯარიმა

11:42 პარასკევი, 26 იანვარი 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ შპს „ვიონი საქართველომ“ (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) სააბონენტო ნომერი მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე გასცა, რითიც კანონი დაარღვია.

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების დარღვევის გამო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ გამოყენებული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული როგორც გაფრთხილება, ისე ჯარიმა, კომისიამ კომპანიას 90 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]