weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოსო ოსორაულის საქმეზე გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ - ლევან იზორია

12:13 პარასკევი, 26 იანვარი 2018

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის, სოსო ოსორაულის საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყება ყველა მიმართულებით მუშაობს. იზორიას განცხადებით, ის სოსო ოსორაულის ძმას, გიორგი ოსორაულს შეხვდა და მათი მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. რაც შეეხება ოჯახის ინფორმირებას, ჩვენ მაქსიმალურად მივაწოდეთ ინფორმაცია, მათ შორის, მე, ჩემი ინიციატივით, შევხვდი მის ძმას. ამოცანა იყო ერთადერთი, რომ მაქსიმალურად მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ კოორდინირებულად მუშაობს თავდაცვის უწყება სხვა უწყებებთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დადგინდეს სიმართლე. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის გამოძიების მიმართულებით, დიპლომატიური არხებით“,- განაცხადა ლევან იზორიამ.

23 იანვარს „რეგინფოს“ სოსო ოსორაულის ახლობლებმა უთხრეს, რომ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში მყოფი სოსო ოსორაული, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარდაცვლილად გამოაცხადა, ცოცხალია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]