ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მათგანი კი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ტრაილერის მძღოლი დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.