weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ქუთაისის სამშობიარო სახლის დირექტორს 2 წლით პატიმრობა მიესჯა

14:58 შაბათი, 27 იანვარი 2018

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ბრალდებული ექიმი ირაკლი მერკვილაძე დამნაშავედ ცნო და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება ქუთაისის ახალ N2 სამშობიარო სახლში 5 წლის წინ მომხდარ შემთხვევას, როდესაც 22 წლის ვიოლეტა მატინოვა საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა.

ქალის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები სამშობიარო სახლის დირექტორსა და მთავარ ექიმს, ირაკლი მერკვილაძეს ადანაშაულებენ და მის დაპატიმრებას მოითხოვდნენ. გარდაცვლილის დედის, ალა მარტინოვას განცხადებით, მთავარმა ექიმმა პაციენტი საავადმყოფოდან ადრე გაწერა, რასაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და გარდაცვალება მოჰყვა. ალა მარტინოვა მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც ვიოლეტა მარტინოვას 5 წლის შვილს გადაეცემა.

ირაკლი მერკვილაძე ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი ალექსანდრე თათელიშვილი აცხადებს, რომ ვიოლეტა მარტინოვამ საავადმყოფო თვითნებურად დატოვა.

"სასამართლოზე დავადასტურეთ, რომ პაციენტი სტაციონარიდან თვითნებურად წავიდა და ამის შესახებ ირაკლი მერკვილაძემ არაფერი იცოდა. მეტსაც გეტყვით, ვიდრე ირაკლი მერკვილაძემდე მივიდოდა ეს საქმე, პაციენტის დასახმარებლად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იყო მისული, რომელსაც ის საავადმყოფოში არ გაჰყვა", - განაცხადა ალექსანდრე თათელიშვილმა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]