weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუხის საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გარდაიცვალა

22:50 კვირა, 28 იანვარი 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გარდაიცვალა. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს და ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყავანეს, სადაც დაახლოებით ოც წუთში გარდაიცვალა.

ექიმების თქმით, მამაკაცი კომაში იყო და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თავისა და გულმკერდის ტრავმები გახდა“, -ციტირებს „ათინათი“ ექიმების განცხადებას.

დაღუპულის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოები წელს დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 41 264 058 ლარია. რადიო „ათინათის“ ცნობით, მუშა, რომელიც დღეს გარდაიცვალა, შიდა სარემონტო სამუშაობზე იყო დასაქმებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]