weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იანვარში აჭარაში წითელას 74 შემთხვევა დაფიქსირდა

12:57 ორშაბათი, 29 იანვარი 2018

იანვარში, აჭარის რეგიონში წითელას ვირუსით ინფიცირების 74 შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ გასულ წელს წითელას ვირუსით ავადობის მხოლოდ 5 შემთხვევა გამოავლინეს. ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბოლო წლებში წითელას ვირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა 2013 წელს დაფიქსირდა.

„ეპიდაფეთქება ყოველ სამ-ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება. ბოლოს შემთხვევების მატება 2013 წელს გვქონდა, როდესაც წითელათი ინფიცირებულთა რაოდენობამ 196 შეადგინა. წელს შემთხვევები ძირითადად ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში გამოვლინდა. აუცრელ პირებში ინფექციის გადადების ალბათობა შეადგენს 100%-ს“, - აცხადებს ნინო მჟავანაძე.

წითელა მწვავე დაავადებაა, რომლის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამიანს ჰაერით გადაეცემა. ვირუსი ტემპერატურის მომატებით, სურდოთი, ხველებით, თვალების წვითა და ტკივილით ხასიათდება.

წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება 14 წლამდე აუცრელი ბავშვებისა და 30 წლამდე ნახევრადაცრილი მოქალაქეებისთვის უფასოა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]