weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოციალური სააგენტო - დევნოზაშვილების ოჯახიდან ბავშვების გამოყვანა ვერ მოხერხდა

14:41 ორშაბათი, 29 იანვარი 2018

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურში მცხოვრებ დევნოზაშვილების ოჯახთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს განმარტებით, მშობლებთან, რომელთაც 8 შვილი წლებია სახლში ჰყავთ ჩაკეტილი, 2010 წლიდან მუშაობენ. 2011 წელს საქმეში ჩართულმა სტრუქტურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახში დარჩენილიყვნენ, რადგან მათ მშობლებთან ძლიერი მიჯაჭვულობა აქვთ და მათზე ფიზიკური ძალადობა არ იკვეთება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წელს ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მიმართა, რომ მშობლებს საკუთარი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე სასკოლო ასაკის არცერთი ბავშვი არ დაჰყავთ სკოლაში. სააგენტოს განცხადებით, ოჯახთან მუშაობა დაიწყო სოციალურმა მუშაკმა, რომელიც ყოველთვიურ ვიზიტებს დღემდე აგრძელებს .

„დევნოზაშვილების ოჯახში მუდმივად ცხოვრობს მამა, დედა, ბებია და ცოლ-ქმრის 8 შვილი. შვილებიდან 3 უკვე სრულწლოვანია, მეოთხე შვილი წელს ხდება 18 წლის.

მშობლების გადაწყვეტილებით ბავშვები სკოლაში არ დადიან და არა აქვთ სოციალურ გარემოსთან აქტიური ურთიერთობა. ისინი განათლებას იღებენ ოჯახში მშობლების დახმარებით. დედას აქვს უმაღლესი პედაგოგიური განათლება და ეხმარება ბავშვებს სწავლის პროცესში. 2010 წლიდან დღემდე ხორციელდება ოჯახთან ყოველთვიური ვიზიტები და მშობლებს უტარდებათ კონსულტაცია.

2011 წელს მშობლებს შეზღუდული ჰქონდათ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სასამართლოს მიერ, მაგრამ ვერ მოხერხდა აღსრულება და ბავშვების ოჯახიდან გამოყვანა სპეციფიური გარემოსა და ბევრი ფაქტორის გამო. ამ პრობლემასთან დაკავშირებით შედგა შემთხვევის კონფერენცია, სადაც ყველა ჩართული სტრუქტურის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ ბავშვები დარჩენილიყვნენ ბიოლოგიურ ოჯახში, რადგან არ იკვეთება ბავშვებზე ფიზიკური ძალადობა და ბავშვებს ძლიერი მიჯაჭვულობა აქვთ მშობლებთან. გარკვეული პერიოდი ოჯახში სკოლის პედაგოგი დადიოდა და ინდივიდუალურად ამეცადინებდა ბავშვებს, თუმცა შემდეგ ოჯახის მოთხოვნით ეს მეცადინეობებიც შეწყდა.

მშობლები მუდმივად აკონტროლებენ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ ექიმს. ოჯახთან მუშაობის დროს არ იკვეთება ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, მშობლები შესაძლებლობის ფარგლებში ზრუნავენ შვილებზე“, - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, დევნოზაშვილები საარსებო შემწეობას და მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განკუთვნილ ყოველთვიურ დახმარებას იღებენ.

რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი სახლში ჰყავს გამოკეტილი, მათ სკოლაში სიარულს და გარეთ გამოსვლას უკრძალავს. იურისტების შეფასებით, მშობლები ბავშვების უფლებებს არღვევენ და მათი ქმედება შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]