ავარიის შედეგად დაშავებული მგზავრები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ორმა პაციენტმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა, ერთის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა. მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
გუშინ საღამოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ ნაფარეულშიც, სადაც მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავტომანქანიდან მძღოლის ამოყვანა მაშველების დახმარებით გახდა შესაძლებელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტისა და მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.