საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 10:40 საათზე მიიღეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ჭერის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი იყო დაშავებული.
მეტროსადგურთან სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
„ვარკეთილის“ სადგურის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.