weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქრთამის აღების ბრალდებით სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

11:52 სამშაბათი, 30 იანვარი 2018

ქრთამის აღების ბრალდებით იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს.

ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სატენდერო კომისიის აპარატის წევრი იყო, ერთ-ერთ მეწარმეს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების ხელშეწყობის მიზნით, ქრთამის სახით ჯამში 2 500 ლარი მოსთხოვა. აქედან 1 000 ლარი ბრალდებულმა მეწარმეს წინასწარ გამოართვა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]