weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კახა კალაძე - 11 ადამიანია დაშავებული, ამ ფაქტს მკაცრი რეაგირება მოჰყვება

12:36 სამშაბათი, 30 იანვარი 2018

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 11 ადამიანი დაშავდა. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ჭერის ჩამონგრევა სავარაუდოდ უხარისხოდ ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია. მისივე თქმით, კომპანიამ, რომელმაც ვარკეთილში სამუშაოები ჩაატარა, მეტროსადგურ „ახმეტელის“ რეაბილიტაციაზეც იმუშავა.

„საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. 11 დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოებში. ველოდებით კრიმინალისტებს, რომ დაიწყოს შესწავლა, რა მოხდა რეალურად. ყოველთვის ვამბობთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დიდი მნიშვნელობა დაეთმობა მშენებლობებს, მის ხარისხს და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე. სამუშაოები ამ კონკრეტულ ობიექტზე აგვისტოში დასრულდა და სექტემბერში იქნა მიღებული ექსპლუატაციაში. მემგონი აქ უკვე ყველაფერი ნათელია. ამ კონკრეტულ კომპანიას სამუშაოები ჩატარებული აქვს მეტრო „ახმეტელზე“ და დღესვე გადამოწმება, როგორ არის სამუშაოები ჩატარებული, რომ ყველა უბედურება თავიდან იქნეს აცილებული“, - აღნიშნა კალაძემ.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი დღეს დილით ჩამოინგრა. 2016 წელს, სადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ დაიწყო და 2017 წლის აგვისტოში დაასრულა. განახლებული მეტროსადგური სექტემბერში თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]