weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კიდევ რა სამუშაოები აქვს შესრულებული კომპანია „ყვარელრემმშენს“

13:21 სამშაბათი, 30 იანვარი 2018

შპს „ყვარელრემმშენის“ მიერ 2017 წელს არის შესრულებული მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ჭერიც დღეს ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა, მათგან რამდენიმე საოპერაციოა.

შპს „ყვარელრემმშენი“ 1999 წლის 1-ელ ოქტომბერს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და 100 % წილის მფლობელია 1987 წელს დაბადებული გიორგი ჯოხარიძე. კომპანიის იურიდიული მისამართია - ყვარელი, მათიკაშვილის ქუჩა N20. 

კომპანია თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების რეაბილიტაციის სამუშაოებზე გამოცხადებულ სამ ტენდერში მონაწილეობდა: „ავლაბრის“, „ახმეტელის თეატრის“ და „ვარკეთილის“. შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, მან მხოლოდ ერთ ტენდერში გაიმარჯვა და „ვარკეთილის“ მეტროს სარემონტო სამუშაოები შეასრულა, რომელიც 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოების ღირებულებამ 347 848 ლარი შეადგინა. 

გარდა აღნიშნულისა, 2011 წლიდან დღემდე კომპანიას შესრულებული აქვს შემდეგი სამუშაოები: 

- ყვარლის კულტურის სახლის რეაბილიტაცია (2 ეტაპად) - საერთო ჯამში 357 277 ლარი;

- ყვარელში სოფელ გავაზის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია - 39 000 ლარი;

- ყვარელში სოფელ კუჭატანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია - 9953 ლარი;

- ყვარელში სოფელ ჭიკაანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია - 170 000 ლარი;

- ყვარელში სოფელ ჩანტლისყურეს საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი - 26 000 ლარი;

- ყვარელში მთისძირისა და ალმატის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები - 119 271 ლარი;

- იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალის საცურაო აუზის რემონტი - 17 394 ლარი;

- თბილისის 160-ე საჯარო სკოლის შენობის დასრულების სამუშაოები - 66 000 ლარი;

- ქ. თბილისში, . ცურტაველის ქუჩა N29-ში შსს ადმინისტრაციულ შენობასთან არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტის მოწყობის, ყაზარმის სარემონტო სამუშაოების და ქ. თბილისში, კ. ჩალაძის ქ. N1-ში მდებარე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის და ტერიტორიაზე გადახურული ფარდულის მოწყობის სამუშაოები - 158 430 ლარი;

- სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი-ს მე-3 დამე-5 კორპუსების სარემონტო სამუშაოები - 212 937 ლარი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის, მამუკა კობახიძის თქმით, იმ მეტროსადგურებში, რომელთა რეაბილიტაციაც ბოლო პერიოდში განხორციელდა, ექსპერტიზა ჩატარდება. 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის ფაქტს ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]