weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2017 წელს რეგისტრირებული ქურდობის შემთხვევების 58% გახსნილი არ არის

15:13 სამშაბათი, 30 იანვარი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს ქურდობის 10 578 შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც 58 % გაუხსნელია. 2016 წელთან შედარებით გასულ წელს ქურდობის შემთხვევებმა 9.66%-ით მოიმატა.

რაც შეეხება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულის, 13.87%-ით გაიზარდა თაღლითობა - 1568 რეგისტრირებული დანაშაული; 69.09%-ით გამოძალვა - 93 რეგისტრირებული დანაშაული; 3%-ით ყაჩაღობა - 275 რეგისტრირებული დანაშაული. 1.78%-ით არის შემცირებული სხვისი ნივთის დაზიანების შემთხვევები (773 დანაშაული). 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის სტატისტიკა ორი წლის განმავლობაში დღეს პირველად გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს სულ რეგისტრირებულია 37 944 დანაშაული, რაც 2016 წლის მაჩვენებელს (35 997 დანაშაული) 5.4%-ით აღემატება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]