ავტომობილის დათვალიერების დროს მონიავას სავარძელის ქვეშ პოლიციამ ყუმბარა და ხელყუმბარის ფალია აღმოაჩინა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და გადაზიდვის მუხლით.
ვასილ მონიავა 1956 წელს ქალაქ ხონში დაიბადა, ე.წ. კანონიერ ქურდად კი 1976 წელს, საქართველოში, ერთ-ერთ გამოსასწორებელ კოლონიაში „აკურთხეს“. საერთო ჯამში საპატიმრო დაწესებულებებში მან დაახლოებით 20 წელი გაატარა.