„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ექვსი კანდიდატი დარეგისტრირდა. თინა გელაშვილმა და მერაბ ბერიძემ საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნეს. გიორგი მესხმა და რეზო ზედგინიძემ კი არჩევნებში მონაწილეობაზე უარი დღეს განაცხადეს.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, მერაბ ბერიძეს უფლებამოსილების ვადა 2017 წლის 3 ივლისს ამოეწურა. მისი შემცვლელის ასარჩევად კენჭისყრა იმ დღესვე ჩატარდა. არჩევნებში მერაბ ბერიძე და თინა გელაშვილი მონაწილეობდნენ, მაგრამ საჭირო ხმები ვერცერთმა ვერ მიიღო და სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორის გარეშე დარჩა. 11 ოქტომბერს აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ბერიძე აირჩია.
რაც შეეხება ახალ რექტორს, მაკა ბერიძე ფილოლოგიის დოქტორია. 2014 წლიდან ის სამეცნიერო დარგში რექტორის მოადგილე იყო.