weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

7 თვის შემდეგ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ახალი რექტორი აირჩიეს

14:57 ოთხშაბათი, 31 იანვარი 2018

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად დღეს მაკა ბერიძე აირჩიეს. მას აკადემიური საბჭოს 8 წევრიდან 5-მა დაუჭირა მხარი. არჩევნებში მაკა ბერიძის გარდა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი, ცისკარა ზარანდია მონაწილეობდა.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ექვსი კანდიდატი დარეგისტრირდა. თინა გელაშვილმა და მერაბ ბერიძემ საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნეს. გიორგი მესხმა და რეზო ზედგინიძემ კი არჩევნებში მონაწილეობაზე უარი დღეს განაცხადეს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, მერაბ ბერიძეს უფლებამოსილების ვადა 2017 წლის 3 ივლისს ამოეწურა. მისი შემცვლელის ასარჩევად კენჭისყრა იმ დღესვე ჩატარდა. არჩევნებში მერაბ ბერიძე და თინა გელაშვილი მონაწილეობდნენ, მაგრამ საჭირო ხმები ვერცერთმა ვერ მიიღო და სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორის გარეშე დარჩა. 11 ოქტომბერს აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ბერიძე აირჩია.

რაც შეეხება ახალ რექტორს, მაკა ბერიძე ფილოლოგიის დოქტორია. 2014 წლიდან ის სამეცნიერო დარგში რექტორის მოადგილე იყო.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]