weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

10:07 ხუთშაბათი, 01 თებერვალი 2018

„რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ აჭარის ტელევიზიის ეთერში დავით კაკაბაძემ განაცხადა, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის უფროსის თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

„ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე, რომ დარჩნენ და განაგრძონ „რადიო თავისუფლებისთვის“ მუშაობა. ეს ახლა მნიშვნელოვანია. ერთი რამ ვერ მოვახერხე, ამაზე დამეთანხმებინა თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე, რომლის გადაწყვეტილებასაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. იმედი მქონდა, ის თბილისის ბიუროში დარჩებოდა და უხელმძღვანელებდა. სამწუხაროდ, მარინამ თქვა, რომ ამ ბიუროში მუშაობის გაგრძელება ვეღარ წარმოუდგენია. გადაწყვეტილების შესახებ კი თანამშრომლებს უკვე აცნობა“, - განაცხადა დავით კაკაბაძემ.

რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის უფროსი თანამდებობიდან 30 იანვარს გაათავისუფლეს. როგორც დავით კაკაბაძემ განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსთავი 2“-თან თანამშრომლობის საკითხი გახდა. საქმე ეხება გადაცემებს „ინტერVIEW“-სა და „წითელ ზონას“, რომლებთანაც კონტრაქტი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა აღარ გააგრძელა. „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილების შემდეგ, დადგა ალტერნატიული სატელევიზიო პარტნიორების მოძიების საკითხი. „რადიო თავისუფლების“ ხელმძღვანელობისა და ქართული სამსახურის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა, რამაც წარმოშვა მწვავე უთანხმოება სამსახურის დირექტორს, დავით კაკაბაძესა და კომპანიის მთავარ რედაქტორს, ნენად პეიჩს შორის.

„იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს საქართველოს მედია გარემოა, ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი პარტნიორები, რომლებიც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, ნაკლებად არიან ასოცირებული.​ რეიტინგზე მეტად რეპუტაციაზე უნდა ვიფიქროთ“, - განაცხადა დავით კაკაბაძემ.

„რადიო თავისუფლების“ ქართულმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ თანამშრომლობა არა რუსთავი 2“-თან, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან გაეგრძელებინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]