კონკურსი წელს მესამედ გამოცხადდა და მასში მონაწილეობა შეუძლიათ სამაუწყებლო კომპანიებს, მედია პროფესიონალებს, ჟურნალისტებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს, რომლებიც აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მოღვაწეობენ.
„ADAMI მედიის პრიზი“ ექვს ნომინაციაში გაიცემა და გამარჯვებულები 2 ათასი ევროთი დაჯილდოვდებიან. ხოლო კონკურსანტებს, რომლებიც ფლობენ რუსულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენებს შესაძლებლობა აქვთ ADAMI-ის სტიპენდია მოიპოვონ და სტაჟირება გაიარონ ევროპულ მედია ორგანიზაციებში.
„ADAMI მედიის პრიზის“ ნომინაციებია: გასართობი პროგრამები (მხატვრული); ინფორმაცია (არამხატვრული); ახალი ამბები და მოკლემეტრაჟიანი არამხატვრული ფილმები; „ახალგაზრდა ადამი“; ADAMI პრიზი ვებ-გვერდებისთვის; ADAMI პრიზი ინტერნეტვიდეოებისთვის.
2018 წლის ოქტომბერში, ქალაქ მინსკში საერთაშორისო ჟიური ნომინანტებს შეარჩევს, ხოლო დაჯილდოების ცერემონიალი ნოემბერში, მოლდოვის ქალაქ კიშინიოვში გაიმართება.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადებია: 2018 წლის 1 ივლისი (11/10/2016 – 31/12/2017 პერიოდში გამოქვეყნებული მასალებისთვის); 2018 წლის 1 ოქტომბერი (01/01/2018 – 01/10/2018 პერიოდში გამოქვეყნებული მასალებისთვის).
„ADAMI მედიის პრიზი“, რომელიც 2015 წელს დაარსდა, დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „პროკრედიტ ჰოლდინგის“ მიერ.