weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მთავარ პროკურორს ხვალ შეხვდება

15:01 ხუთშაბათი, 01 თებერვალი 2018

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები საქართველოს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვალ თბილისში შეხვდებიან. მთავარ პროკურატურაში 13:00 საათზე დაგეგმილ შეხვედრას საგამოძიებო ჯგუფის წევრები და ოჯახის ადვოკატიც დაესწრებიან.

„დაგვირეკეს პროკურატურიდან და გვთხოვეს ჩავსულიყავით თბილისში. გვსურდა, ირაკლი შოთაძე პანკისში ამოსულიყო, მაგრამ თბილისში გადაწყდა შეხვედრა, რასაც მამაჩემიც და ხეობის სხვა წარმომადგენლებიც დათანხმდნენ. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, კიდევ ვინ წავა შეხვედრაზე პანკისიდან“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს თემირლან მაჩალიკაშვილის დამ, ნატა მაჩალიკაშვილმა.

მთავარ პროკურორთან შეხვედრა პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა 26 იანვარს მოითხოვეს. მათი განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრიდან ერთი თვე გავიდა, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ხეობის მცხოვრებლები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, გვიან ღამით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავის არეში დაჭრა. ის 10 იანვარს გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით იძიებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა პროკურატურას მიმართა და საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით დაკვალიფიცირება მოითხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]