weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2017 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა

10:15 პარასკევი, 02 თებერვალი 2018

თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35 %-ით გაიზარდა. 2017 წლის დეკემბერში თავშესაფრის მაძიებელთა 1465 ახალი განაცხადი დარეგისტრირდა, რაც წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის დეკემბერში 879-მა თავშესაფრის მაძიებელმა საქართველოს მოქალაქემ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, თავშესაფარზე უარი მიიღო, დაკმაყოფილდა მხოლოდ 13-ის განაცხადი.

2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებში საერთო ჯამში 706 913 თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი დარეგისტრირდა. ზედიზედ მეხუთედ, სირიიდან ყველაზე მეტი - 98 000 ადამიანი ითხოვდა თავშესაფარს. ერაყის, ავღანეთის და ნიგერიის მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის 40 000 განაცხადი დარეგისტრირდა. ათეულში შედიან პაკისტანი, ერიტრეა, ბანგლადეში, გვინეა და ირანი. განაცხადების ზრდა დაფიქსირდა ვენესუელას (+ 158 %) და თურქეთის (+ 45 %) მოქალაქეების მხრიდანაც.

საერთო ჯამში, 2017 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 43%-ით შემცირდა. თუ ამ პერიოდში თავშესაფარი დაახლოებით 707 ათასმა უცხოელმა მოითხოვა, 2016 წელს ეს რიცხვი 1.3 მილიონს შეადგენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]