weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კახეთში დამზადებული ღვინის შესახებ ბრიტანულმა ტელეარხმა გადაცემა მოამზადა

12:33 პარასკევი, 02 თებერვალი 2018
ფოტოზე ჯო ფატორინი და ჯონ ვურდემანი ფოტოზე ჯო ფატორინი და ჯონ ვურდემანი

დიდი ბრიტანეთის ტელეარხმა Channel 5-მა გადაცემა The Wine Show (ღვინის შოუ) ქართული ღვინის წარმოებას და მეღვინეობის კულტურას მიუძღვნა.

გადაცემის ჯგუფი საქართველოში გასული წლის მარტში ჩამოვიდა და კახეთის რეგიონს ეწვია. გადაცემის წამყვანი ჯო ფატორინი სიღნაღში, ღვინის კომპანია „ხოხბის ცრემლების“ მარანში იმყოფებოდა, მეღვინე ჯონ ვურდემანს შეხვდა და ღვინის დაყენების წესს გაეცნო. „ყველაზე მნიშვნელოვანი და შემეცნებითი მოგზაურობა, რაც კი „ღვინის შოუს“ ფარგლებში მქონია“, - ასე შეაფასა ტელეწამყვანმა საქართველოში ვიზიტი.

გადაცემაში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ნატურალურ ღვინოს 8 ათასი წელია ამზადებენ, თუმცა 1921-1991 წლებში რუსეთისთვის იაფასიანი ღვინის წარმოება ხდებოდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი საქართველომ ღვინოსთან დაბრუნება დაიწყო.

გადაცემა ტელეარხის ეთერში გასულ პარასკევს გავიდა.

The Wine Show ბრიტანული ტელეკომპანია ITV-ის პროექტია, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს გაერთიანებულ სამეფოში და მის საზღვრებს გარეთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]