ადგილზე ოთხი სამაშველო-სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. ლევან კოკორაშვილის ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მცირე კერების ჩაქრობა მიმდინარეობს
ქალაქის ცენტრში მდებარე კინოთეატრის ყოფილი შენობა, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, ამორტიზებულია და ათწლეულების განმავლობაში უფუნქციოდ არის დარჩენილი. წინასწარი ინფორმაციით, შენობაში ხანძრის გაჩენის მიზეზი დაუდევრობა გახდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.