„მისგან ამას როგორც მე, ისე არც ნათესავები და აფხაზეთის მცხოვრებლები ელოდნენ. მინდა ბოდიში მოვუხადო აფხაზეთის მცხოვრებლებს მისი საქციელის გამო. ის ჩამოვიდა კონცერტისთვის და არ აღიარებს ამ რესპუბლიკას. ეს მისი მხრიდან არ არის კარგი საქციელი. ჩვენ ამას განვიცდით. ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა“, - აცხადებს ავთანდილ თოდუა.
გალის კულტურის სახლში დავით თოდუამ კონცერტი 24 იანვარს გამართა. ონლაინ გამოცემა „ლაივპრესს“ კონცერტის დასრულების შემდეგ მან უამბო, როგორ ჩავიდა აფხაზეთში. „ჩემთვის ეს იყო მშობლიურ მიწაზე, სახლში ჩამოსვლა და არავითარი რესპუბლიკა აფხაზეთი“, - ციტირებს დავით თოდუას კომენტარს „ლაივპრესი“.
ამასთან დაკავშირებით გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ დავით თოდუამ აფხაზეთში დასაბრუნებელი გზა ჩაიკეტა. მისივე თქმით, ის მიმართავს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რათა მარინის ოპერის თეატრში შესაბამისი წერილი გაიგზავნოს.
გიორგი თოდუა 1987 წელს, გალის რაიონში დაიბადა, სადაც 4 წლამდე ცხოვრობდა. ომის შემდეგ მისი ოჯახი იძულებული იყო საცხოვრებლად ჯერ რუსთავში, შემდეგ კი სანკტ-პეტერბურგში გადასულიყო. დავით თოდუას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. როგორც მან „ლაივპრესთან“ აღნიშნა, გალში კონცერტის ჩატარების პირობა მამას გარდაცვალებამდე მისცა.