weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აჭარისა და გურიის რეგიონების ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

18:15 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

6 თებერვალს, აჭარისა და გურიის რეგიონების ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება დილის 7:30 საათზე შეუწყდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ შეზღუდვა მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილ სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს უკავშირდება. გაზმომარაგება დღის 3 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.

„სოკარ ორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისი თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების ზომები და ბუნებრივი აირის გათიშვის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გაზის დანადგარებს, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ონკანები.

2017 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში, ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებული მდინარე სუფსა კალაპოტიდანგადმოვიდა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთთან, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითთან გაზსადენი დააზიანა, რამაც აჭარისა და გურიის რეგიონის უწყვეტ და უსაფრთხო გაზმომარაგებას საფრთხე შეუქმნა.

ხვალ დაგეგმილია მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირიდან დაახლოებით 50-80 მეტრის მოშორებით ახალ დერეფანში აშენებულიახალი გაზსადენების მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენზე დაერთების სამუშაოები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]