weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტმა მამია ალასანიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

18:28 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გმირობისა და თავდადებისთვის 1993 წელს სოხუმის დაცემისას, სეპარატისტების მიერ დახვრეტილი უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა, 9 მებრძოლს კი ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენები გადასცა.

გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო ჯილდოები დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ოჯახის წევრებს პრეზიდენტის სასახლეში პირადად გადასცა და მადლობა გადაუხადა გმირობისა და თავდადებისათვის.

„დღეს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ გმირებს, ვინც თავისი სიცოცხლით მოგვცა შესაძლებლობა ვიცხოვროთ თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში, ვაშენოთ ქვეყანა, რომელიც თავისი გმირების საქმეებსა და წარსულზე აფუძნებს თავის მომავალს, ვზარდოთ ახალი თაობა, რომლესაც ნათლად შეგვიძლია მივუთითოთ, რომ მათი წინაპრები ურთულეს პირობებშიც კი, არ კარგავდნენ სიმამაცეს, არ კარგავდნენ სამშობლოს სიყვარულს და არ ტყდებოდნენ ვერაგი მტრის წინაშე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ვახტან გორგასლის I ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ: მერაბ კვინიკაძე, გენური ლიპარტელიანი, შალვა ნადირაძე, გივი პაპუაშვილი, სერგო სილაგაძე ალექსანდრე ფარცვანია, ვახტანგ ფარცვანია, არშაველ შენგელია, ვახტან გორგასლის II ხარისხის ორდენით კი, ელგუჯა შარტავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]