სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები მრავლობითი ტრავმებით თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები არ აქვთ. ორ პაციენტს ტრავმატოლოგიური ჩარევა დასჭირდა, ორს კი მკურნალობა ნეიროინტენსიურ განყოფილებაში უტარდება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.