„საღამოს 4 საათისთვის დამიკავშირდნენ, რომ კაცი იყო დაჭრილი. ადგილზე მაშინვე მივედი. ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურს დავუკავშირდით. სამაშველო ვერტმფრენი გამოგზავნეს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მოჰყვა. აქედან რომ გადაჰყავდათ, წნევა დავარდნილი იყო და შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა“, - აღნიშნა ირაკლი ხვედაგურიძემ.
წინასწარი იფორმაციით, დაშავებულს იარაღი გაუვარდა. მომხდარს პოლიცია იძიებს.