weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მერია მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯებს სრულად დაფარავს

20:56 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებულთა პირველადი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა.

„დაზარალებულთა დამატებითი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, ხარჯებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, თბილისის მერია დაფარავს“, - განაცხადეს მერიაში.

სააგენტო „ჯი ეიჩ ენმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული, დიმიტრი ფაილოძე ნაოპერაციებ ფეხს ონლაინსესხით მკურნალობს. „მარცხენა ფეხზე ორივე წვივი მაქვს მოტეხილი. ოპერაცია იმავე დღეს გამიკეთეს. 10 დღის სამყოფ წამლებში 300 ლარი გადავიხადე. რა თქმა უნდა, მედიკამენტები ჩემი ფულით შევიძინე. უფრო სწორად, ეს ფული არც მქონდა, ჩემმა ძმამ სწრაფი სესხი გააკეთა და ისე ვიყიდე წამლები, აბა რა მექნა?“, - ციტირებს „ჯი ეიჩ ენი“ დაზარალებულის კომენტარს.

მეტროსადგურ „ვარკეთილში ჭერი 30 იანვარს ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. თბილისის მერმა კახა კალაძემგანაცხადა, რომ მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის ფაქტს ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]