weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის მერია გაჭირვებული ოჯახებისთვის 30-ზე მეტ სახლს ააშენებს

22:58 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

ზუგდიდის მერია მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის 30-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ააშენებს. სოციალური სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღება 1-ელ თებერვალს დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება.

მოქალაქეებს, ვისაც პროგრამაში ჩართვა სურთ, მერიას შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ. განცხადებას უნდა ერთოდეს განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრთა პირადობის მოწმობის ასლები; სპეციალური სტატუსისა და კატეგორიის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის საკუთრების შესახებ; ცნობა საჯარო რეესტრიდან მიწის ნაკვეთის გარდა უძრავი ქონების არარსებობის შესახებ; ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში 2015, 2016 და 2017 წლებში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის 66 სახლი აშენდა. წელს პროექტისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 600 ათასი ლარია გამოყოფილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]