weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზვავის გამო უშგულისა და ადიშის გზა ჩაიკეტა

11:56 სამშაბათი, 06 თებერვალი 2018

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

როგორც „რეგინფოს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ჰაერის ტემპერატურის მომატების გამო თოვლის მასა დადნა და ზვავად ჩამოვიდა, რის გამოც ორი სოფლისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია.

„გუშინ და დღეს სითბო ფიქსირდება, წუხელ წვიმდა კიდეც, რის გამოც მთის ფერდობებზე თოვლის მასა მოწყდა და გზებზე ჩამოვიდა. ამ დროისთვის საავტომობილო გზა სოფლების ადიშისა და უშგულის მიმართულებით ჩაკეტილია. გზის გაწმენდითი სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ზვავი ჩამოვა და მძიმე ტექნიკას ქვეშ მოიყოლებს. ტემპერატურის კლებას და ყინვას ველოდებით, რომ მუშაობა შევძლოთ“, - ამბობს კაპიტონ ჟორჟოლიანი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მესტიაში დღეს, დღის განმავლობაში +3, ხვალ კი +5 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]