weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროკურატურა მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს ახლიდან დაკითხავს

14:20 სამშაბათი, 06 თებერვალი 2018

26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს პროკურატურა ახლიდან დაკითხავს. ამის შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახის ერთ-ერთმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, დის და ახლობლების დაკითხვა საავადმყოფოში სპეცოპერაციის მომდევნო დღეებში მოხდა, როცა ისინი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სხვადასხვა დეტალის გახსენება უჭირდათ.

ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა ამავე სპეცოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულ რუსლან ალდამოვსაც დაკითხავს, რომელმაც თქვა, რომ სპეცრაზმელებს თემირლან მაჩალიკაშვილი შეეშალათ და სინამდვილეში მისი მკვლელობა იყო განზრახული.

26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად და მომდევნო დღეებში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით პანკისის ხეობაში 5 პირი დააკავეს. პროკურატურა მათ ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებს. ხუთივე დაკავებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე კი პროკურატურა გამოძიებას ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]